1749577630
ზელენსკი - ვიქტორ ორბანის პოლიტიკა უკრაინის და ევროპის წინააღმდეგაა მიმართული, ის ამას შიდა პოლიტიკაში იყენებს, სურს, უკრაინაში ომი არჩევნებში საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის თემას საპარლამენტო არჩევნების წინ საკუთარი უპირატესობისთვის იყენებს.
„სამწუხაროდ, ვიქტორის პოლიტიკა უკრაინის და ევროპის წინააღმდეგაა მიმართული. ის ამას თავის შიდა პოლიტიკაში იყენებს. მას სურს, უკრაინაში ომი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს არჩევნებში. ეს არაკეთილსინდისიერია“, – თქვა ზელენსკიმ
ზელენსკის თქმით, ორბანი „ისტორიულ შეცდომას“ უშვებს და არ ესმის, რომ მის პოლიტიკას „გაცილებით უფრო სერიოზული და საშიში შედეგები მოჰყვება“.
„არ შემიძლია ღიმილი და ჩახუტება, როცა ვხედავ, რა ხდება სინამდვილეში, რადგან რეალობა არ უნდა განსხვავდებოდეს პოლიტიკისგან. თუ მზად ხარ გულწრფელი ურთიერთობისთვის, ჩვენ ჩარჩოს ვიპოვით, მაგრამ ასე, ჩემი სახის გამოყენება საკუთარი არჩევნებისთვის? მე ამაზე თანხმობა არ მიმიცია. მე სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ვარ“, – აღნიშნა მან.