ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

საჰაერო სივრცის დარღვევა

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შეხვედრა ეხება 10 ივნისს მომხდარ შემთხვევას, როდესაც რუსული თვითმფრინავი სავარაუდოდ შევიდა ფინეთის საჰაერო სივრცეში, ქალაქ პორვოოს სანაპიროსთან. შემთხვევას ფინეთის სასაზღვრო სამსახური იძიებს.

ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორე მსგავსი ინციდენტია. რუსი დიპლომატი ფინეთის საგარეო უწყებაში რუსული თვითმფრინავის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო 23 მაისსაც იყო დაბარებული.