გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც დაბერება საგრძნობლად ჩქარდება - მეცნიერების უახლესი დასკვნა
1779135073
ვოლოდიმირ ზელენსკი პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დროა ამ შეხვედრისთვის ფორმატი შეირჩეს. „ომი უნდა დასრულდეს და უსაფრთხოებას გარანტირებული უნდა იყოს“- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
„ახლა უკვე თავად პუტინი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს, მზადაა რეალური შეხვედრისთვის. ჩვენ ცოტათი ვუბიძგეთ ამისკენ და შეხვედრისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვართ. ახლა ფორმატის შერჩევაა საჭირო. ეს ომი უნდა დასრულდეს და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პირისპირ შეხვედრისთვის მზადყოფნა კრემლის ლიდერმა გუშინ დაადასტურა.