1746726540
ვულოცავ კარდინალ პრევოსტს, დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავს.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ რობერტ ფრანცის პრევოსტი პირველი ამერიკელი პაპია.
„ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრანცის პრევოსტს, რომელიც ახლახან აირჩიეს პაპად. დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. როგორი ამაღელვებელია და რა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველოდები პაპ ლეო მე-14-სთან შეხვედრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება!“, – წერს დონალდ ტრამპი.
კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო XIV ეწოდება.