„დღეში, ნახევარ ჭიქა წყალს ასმევდნენ...“ - პოლიციამ კარადაში ჩაკეტილი 7 წლის ბავშვი იპოვა - დაკავებულია გოგონას დედა (უცხოეთი)

ბავშვები

აშშ-ში პოლიციამ 7 წლის ბავშვი „კარადაში ჩაკეტილი და მშიერი“ იპოვა. ბავშვის დედა, ვირჯინია გონსალესი, 24 აპრილს დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, კარადაში ნაპოვნი ბავშვი „სამედიცინო დახმარებისთვის დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში და ამჟამად გამოჯანმრთელების პროცესშია“. პოლიციამ სახლში კიდევ 6 ბავშვი იპოვა, „რომლებიც ფიზიკურად ჯანმრთელები ჩანდნენ“. სახლში ნაპოვნი ბავშვები 2-დან 14 წლამდე ასაკის იყვნენ.

ABC News- ის ცნობით, 7 წლის გოგონა მისმა ბებიამ იპოვა. სავარაუდოდ, ბავშვი კარადაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და დილით ჰოთ-დოგს ან სიმინდს აჭმევდნენ. ასევე დღეში ნახევარ ჭიქა წყალს ასმევდნენ. ჩვენების თანახმად, გოგონა საავადმყოფოში მიყვანისას მხოლოდ 13 კილოგრამს იწონიდა.

ახლა პოლიცია გოგონას 9 წლის დას ეძებს, რომელიც 2017 წლიდან გაუჩინარებულია. მაშინ ბავშვი 2 წლის იყო. 

„ოსტინის პოლიციის დეპარტამენტი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს 9 წლის დაკარგული გოგონას, ავა მარი გონსალესის, პოვნაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ ის ვირჯინიაში დაიბადა. უბრალოდ არ ვიცით, სად არის ის ამჟამად“, - განაცხადა პოლიციამ.

ეჭვმიტანილმა დაკარგული ბავშვის შესახებ „ოჯახის სხვადასხვა წევრს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიაწოდა“.