მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
გამოცემა dailymail ნუცა ბუზალაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, კეტი პერის შენიშვნის შემდეგ, დარბაზმა მხარი ნუცა ბუზალაძეს დაუჭირა და ჟიურის წევრმა უარყოფითი შეძახილები დაიმსახურა.
გამოსვლის შემდეგ კეტი პერიმ ნუცას სთხოვა, მოიშოროს ზედმეტი ბრჭყვიალა სამოსი და სიმღერაზე კონცენტრირდეს.
როგორც დეილი მეილი წერს, ნუცამ არ გაითვალისწინა მენტორის, ნორა საირუსის რჩევებიც, ნაკლები საცეკვაო მოძრაობებისა და მეტი სიმღერის შესახებ.
ლაიონელ რიჩიმ აღნიშნა, „მეგონა, ენერგიისგან გამოიცლებოდი ან ნოტებისგან, მაგრამ ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა და გილოცავ…“