VIDEO: აეროპორტში ქალი იძულებული გახდა მაკიაჟი მოეშორებინა, რადგან სკანერმა ვერ ამოიცნო - ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

ქალი

ჩინელი ქალი იძულებული გახდა მძიმე მაკიაჟი მოეხსნა მას შემდეგ, რაც აეროპორტში სახის ამომცნობმა სკანერებმა მისი ვინაობა ვერ დაადასტურეს.

ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, სადაც ქალი სველი ხელსახოცით მაკიაჟს იშორებს. 

ვიდეო გასული წლის სექტემბერში, შანხაის აეროპორტშია გადაღებული, მაგრამ ინტერნეტში ყურადღება მხოლოდ ახლახან მიიპყრო. მოკლე კლიპის დროს ქალი, რომელსაც კამერა უჭირავს, საყვედურობს ახალგაზრდა გოგონას და ეუბნება, რომ მაკიაჟი უნდა მოიშოროს მანამ, სანამ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მოცემულ სურათს არ დაემსგავსება.

„ყველაფერი მოიშორე მანამ, სანამ პასპორტის ფოტოს არ დაემსგავსები. რატომ იკეთებ ასეთ მაკიაჟს? პრობლემებს ითხოვ?“, - ამბობს კამერის უკან ხმა.

გაურკვეველია, წარმატებით გაიარა თუ არა ქალმა აეროპორტის სახის ამოცნობის ტესტი , თუმცა მისმა განსაცდელმა სოციალურ მედიაში იუმორისტული კომენტარები გამოიწვია.