იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს წელს უკვე მეორე სამედიცინო შემოწმებას გაივლის. როგორც თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, ის „შესანიშნავ ფორმაშია“
აშშ-ის პრეზიდენტი უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში ჯარისკაცებს მიმართავს, ხოლო შემდეგ სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გეგმავს შემოწმებები წელიწადში ორჯერ გაიაროს.
„შესანიშნავ ფორმაში ვარ. ჯერჯერობით არანაირი სირთულე არ მაქვს. ფიზიკურად და გონებრივად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოფილ პრეზიდენტებს შეადარა.
„ასევე გავიარე კოგნიტური ტესტი, რომელიც ყოველთვის ძალიან სარისკოა, რადგან თუ კარგად ვერ ჩავაბარებდი, თქვენ პირველები იქნებოდით, ვინც ამას გაავრცელებდით, მე სრულყოფილი შედეგი მქონდა. ობამამ გაიარა ეს? არა. ბუშმა გაიარა? არა. ბაიდენმა გაიარა? მე ნამდვილად გავიარე. ბაიდენმა პირველ სამ კითხვასაც კი ვერ უპასუხა სწორად“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ქრონიკული ვენური უკმარისობა დაუდგინდა.