ვაშინგტონმა და კიევმა სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს - რა პირობებით გაფორმდა ისტორიული დოკუმენტი

კიევ

ვაშინგტონმა და კიევმა სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების და უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ "ეს ეკონომიკური თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ორ ქვეყანას ერთობლივად იმუშაოს, რათა საერთო მატერიალურმა აქტივებმა, ნიჭმა და შესაძლებლობებმა დააჩქაროს უკრაინის ეკონომიკური აღდგენა".

შეთანხმებას გამოეხმაურა ამერიკის ფინანსთა მინისტრი. სკოტ ბესენტი ამბობს, რომ "ეს შეთანხმება ნათელ სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესის, რომლის ცენტრში თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინაა".

შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაადასტურა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა. იულია სვირიდენკო ხელშეკრულების მთავარ პუნქტებს გამოყოფს: წიაღისეულზე სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას; აშშ-სა და უკრაინის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა და ეროვნული საკუთრების დაცულობა. გარდა ამისა, უკრაინის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის არანაირი ვალი და რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ