სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
1749326355
ბრაზილიაში 17 წლის გოგონა უცნობი თაყვანისმცემლისგან გამოგზავნილი ტორტის მირთმევის შემდეგ გარდაიცვალა.
კურიერმა ნამცხვარი ანა ლუისა დე ოლივეირა ნევეშს მოტოციკლით მიუტანა. დესერტს თან ახლდა წერილი, რომელზეც ეწერა: „ტკბილეული ყველაზე ლამაზი გოგონასთვის, ვინც კი ოდესმე მინახავს“. ნევესმა ნამცხვარი გასინჯა და ერთი საათის შემდეგ დიარეა და ღებინება დაეწყო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მეორე დღეს ინტოქსიკაციის დიაგნოზით გარდაიცვალა.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო, ეძებდნენ კურიერს, თუმცა გაირკვა, რომ გოგო მისმა უახლოესმა დაქალმა მოწამლა, რომელსაც მისი სილამაზის შურდა.
დაკითხვის დროს დამნაშავემ აღიარა, რომ ნევეში მისი მეორე მსხვერპლი იყო. მანამდე მან იგივე გზით მოწამლა გოგონა, რომელმაც, სავარაუდოდ, მას შეყავრებული წაართვა.
დაკავებული დამნაშავე არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.