უნგრეთმა მიიღო გამონაკლისი აშშ-ის სანქციებისგან, რათა გააგრძელოს რუსული ენერგომატარებლების შესყიდვა

ორბანი

ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთმა მიიღო გამონაკლისი აშშ-ის სანქციებისგან, რათა გააგრძელოს რუსული ენერგომატარებლების შესყიდვა.

„ენერგიის წყაროებზე სანქციებისგან სრული, შეუზღუდავი და ვადების გარეშე გათავისუფლების მიღწევით, ჩვენ დავიცავით კომუნალური ტარიფების შემცირება - უნგრეთში კვლავ ყველაზე დაბალი ენერგიის ღირებულებაა ევროპაში“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.