სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
ღამით დრონებით თავდასხმის შემდეგ, დღეს დილით, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. როგორც უკრაინული მედია წერს, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა და ათობით ადამიანი დაშავდა.
„ჩვენ გვყავს 52 დაშავებული, 30-მდე საავადმყოფოშია, მათ შორის 9 ბავშვია. სამწუხაროდ, ეს რიცხვი გაიზრდება. რუსი ტერორისტების მიზანმიმართული დარტყმის შედეგად კიევის ორი მცხოვრები დაიღუპა. სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება“, - განაცხადა კიევის გენერალური შტაბის უფროსმა ტიმურ ტკაჩენკომ.
მისივე თქმით, მხოლოდ კიევში გასული ღამის განმავლობაში რუსეთის თავდასხმები 27-ზე მეტი ადგილას მოხდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.