უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყირიმის ხიდის ბურჯების აფეთქების შესახებ იუწყება

ყირიმის ხიდის ბურჯების აფეთქება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გაავრცელა ინფორმაცია ყირიმის ხიდის ბურჯების აფეთქების შესახებ.

„ოპერაცია რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა ამ უკანონო ობიექტის ბურჯები დანაღმეს და დღეს სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის გარეშე დილის 04:44 საათზე პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობის აქტივაცია მოხდა“, - წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

უკრაინული მხარის მტკიცებით, წყლის ქვეშ მდებარე ბურჯები ძალიან დაზიანებულია. ხიდი ფაქტობრივად ავარიულ მდგომარეობაშია. აფეთქების სიმძლავრე 1100 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტს წარმოადგენდა.

ოპერაციას ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვასილი მალიუკი.

„ღმერთი სამობითაა, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს და არასდროს მეორდება. ჩვენ ყირიმის ხიდი ადრე ორჯერ დავაზიანეთ - 2022 და 2023 წლებში. დღეს ტრადიცია წყალქვეშ გაგრძელდა. ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არცერთი უკანონ რუსული ობიექტის ადგილი არ არის. ამიტომაც, ყირიმის ხიდი - აბსოლუტურად კანონიერი მიზანია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მტერი მას საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის ლოჯისტიკურ არტერიად იყენებდა. ყირიმი - უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება ჩვენგან მკაცრ პასუხს მიიღებს“, - თქვა მალიუკმა.