1696234801
უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არასწორი მიმართულებით მოძრაობს - თეთრი სახლის პრესსპიკერი

უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არასწორი მიმართულებით მოძრაობს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„პრეზიდენტი იმედგაცრუებულია. მისი მოთმინება იწურება. მას სურს, გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას სურს მშვიდობის დამყარება. მას სურს სიკვდილიანობის შეწყვეტა, მაგრამ ამისთვის ომის ორივე მხარე უნდა იყოს მზად. და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ლევიტმა ბრიფინგზე.