უკრაინელებმა ოკუპირებულ დონეცკსა და ყირიმზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსეთის მიერ ოდესაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა

უკრაინელებმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს ოკუპირებულ დონეცკსა და ყირიმზე. ორივე რეგიონის მიმართულებით გაუშვეს „სტორმ შედოუს“ ფრთოსანი რაკეტების ჯგუფი. გავრცელებული ცნობით, დაიბომბა სამხედრო ობიექტები. მათ შორის რუსეთის მე-8 გვარდიული საერთო საჯარისო არმიის სამეთაურო შტაბი, იასინოვატოის სარკინიგზო კვანძი და მეტალურგიული ქარხანა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ახალი ინვესტიციების შესახებ საუბარს გეგმავს, პრიორიტეტი კი უპილოტო საფრენი აპარატების გამანადგურებლები იქნება.