უკრაინამ პრიორიტეტული მოთხოვნების სიის პროგრამის ფარგლებში პირველი ამერიკული იარაღი მიიღო

ამერიკული იარაღი

უკრაინამ PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პროგრამის ფარგლებში პირველი ამერიკული იარაღი მიიღო.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, პროგრამის ფარგლებში აშშ-NATO-ს შეთანხმებით გათვალისწინებული პირველი სამხედრო აღჭურვილობა უკრაინაში ჩავიდა და უახლოეს მომავალში ქვეყანა კიდევ დამატებით  შეიარაღებას მიიღებს.

მათივე ცნობით, 17 სექტემბერს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ PURL-ის მექანიზმის ფარგლებში უკრაინა NATO-ს მოკავშირეებისგან პირველ დახმარებას მიიღებდა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ PURL-ის ორი პაკეტი Patriot-ისა და Himars-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტებს მოიცავდა.