ტყუპებზე ორსულ ქალს საბურავის გამოცვლის დროს მანქანა დაეჯახა - ფაქტზე ბავშვების მამა დაკავეს (უცხოეთი)

ორსული

საბურავის გამოცვლის დროს ორსულ ქალს მანქანა დაეჯახა. მოგვიანებით ქალმა გაიგო, რომ მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, მისი ჩვილების მამა, ჯასტინ აჰკუოი იყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ახლა დედა გამოჯანმრთელდა - მამა კი პოლიციაშია.

აღნიშნული ინციდენტი 8 აპრილს მოხდა. მამაკაცი დააკავეს და ბრალი წაუყენეს მეორე ხარისხის მკვლელობის მცდელობაში. 

როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, ქალი სუნთქავდა და გონზე იყო. დაზარალებული ესაუბრა პოლიციელს და უთხრა, რომ იგი 4 თვის ორსული იყო ტყუპებზე. ქალმა დაზიანება სხეულის მარცხენა მხარეს მიიღო. დაჯახების შემდეგ კი მიწაზე დაეცა. 

სავარაუდოდ, დაზარალებული და მისი ტყუპები სრულად გამოჯანმრთელდებიან.