ვრცელდება დედის და ბებიის დაკავების კადრები, რომლებმაც 8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს
1745667003
რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორივე მხარე ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ახლახან ჩამოვფრინდი რომში. კარგი დღე იყო რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში. ისინი ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორივე მხარე ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს, რათა დაასრულონ [პროცესი]. ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია. შეაჩერეთ სისხლისღვრა, ახლავე! ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც საჭირო იქნება ამ სასტიკი და უაზრო ომის დასასრულებლად დახმარების გასაწევად!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.