თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
პარასკევს, თვითმფრინავში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართობის გამო, რომის პაპს ესპანეთში ერთკვირიანი ტურნეს დასრულების შემდეგ რომში დაბრუნების გადადება მოუხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
თვითმფრინავი, რომელშიც პაპი ლეო, ვატიკანის თანამშრომლები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, ასაფრენ ზოლზე გასასვლელად ემზადებოდა, როდესაც კაპიტანმა გამოაცხადა, რომ ხომალდს ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც მეფე ფილიპემ და ესპანეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა პაპი ლეო გააცილეს, იგი ავიაკომპანია Iberia-ს თვითმფრინავში ავიდა. თუმცა, რეისის შეფერხების შემდეგ, მეფე პაპს თვითმფრინავიდან გადმოსვლაში დაეხმარა და აეროპორტში მიაცილა.