მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
დიდი ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედს გლოვობს. სასახლესთან მოსახლეობა გამოსამშვიდობებელ წერილებს ტოვებს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება 8 წლის გოგონას წერილმა მიიპყრო, რომელიც მან დედოფალს გამოსამშვიდობებლად დაუწერა.
„ძვირფასო დედოფალო ელისაბედ,
მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, რაც შენი მმართველობის დროს გააკეთე მადლობა, რომ ისე მოიქეცი როგორც ძლიერ ლიდერს შეეფერებოდა.
იმედი მაქვს იქ პრინც ფილიპს ნახავ და თუ იმ სამყაროში ქალს შეხვდები, რომელსაც მოკლე ხვეული თმები აქვს, იცოდე რომ ის ჩემი ბებიაა და მას დედე ჰქვია", - წერს 8 წლის გოგონა.
