გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
დიდი ბრიტანეთის გარდაცვლილი დედოფლი, ელისაბედ მეორე ედინბურგიდან თვითმფრინავით ლონდონში გადაასვენეს.
მონარქის ჩასასვენებელი კორტეჟით ბუკინგემის სასახლეში მიასვენეს, რასაც შეკრებილი ხალხის ოვაციები და აპლოდისმენტები მოჰყვა.
დედოფლის გადმოსვენებისას ბუკინგემის სამეფო რეზიდენციაში მეფე ჩარლზ III, პრინცესა ანა, პრინცი ედუარდი, პრინცი ენდრიუ და დედოფლის შვილიშვილები იმყოფებოდნენ.
ელისაბედ მეორის ცხედარს ხვალ ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სასახლეში გადაასვენებენ. დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.