ხვალიდან საქართველოში ახალი კანონი ამოქმედდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1761940452
 
                                                                აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ვენესუელას ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის შესახებ.
ტრამპმა უარყოფითად უპასუხა, როდესაც ჟურნალისტებმა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შესახებ ჰკითხეს.
გამოცემა „მაიამი ჰერალდმა“ პარასკევს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ვენესუელას ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შესახებ და რომ დარტყმები ნებისმიერ მომენტში შეიძლება განხორციელებულიყო.
თეთრი სახლის სპიკერმა, ანა კელიმ მანამდე განაცხადა, რომ „დაუსახელებელმა წყაროებმა არ იციან, რაზე საუბრობენ“ და რომ ნებისმიერი განცხადება ტრამპისგან გაკეთდებოდა.