გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლას კრძალავს, დღეიდან ძალაში შევიდა.
თეთრი სახლის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ეროვნული უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით მოხდა.
ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებსაც აეკრძალათ აშშ-ში შესვლა: ავღანეთი, მიანმა, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი.
დამატებით კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს დაუწესდათ ნაწილობრივი სამგზავრო შეზღუდვები. ეს ქვეყნებია: ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა. მათი მოქალაქეები ვერ მიიღებენ ტურისტულ და სტუდენტურ ვიზებს, თუმცა შენარჩუნებული აქვთ სამუშაო ვიზის ან ამერიკელ ნათესავებთან შეერთების მიზნით ვიზის მიღების უფლება.
დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებსაც სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა, ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი უარს აცხადებენ სავიზო უსაფრთხოების საკითხზე თანამშრომლობაზე და არ აქვთ მგზავრების შემოწმების შესაძლებლობები. ამასთან, პრეზიდენტის ცნობით, ამ ქვეყნებს აქვთ აშშ-ის ვიზების ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებლები.