ტრამპი: ხვალიდან დავიწყებთ ქვეყნებში წერილების გაგზავნას, სადაც წერია, რას გადაიხდიან ტარიფების სახით, ფული შეერთებულ შტატებში პირველი აგვისტოდან შემოვა

ტრამპი

შშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს წერილების გაგზავნას ქვეყნებისთვის, რათა აცნობოს მათთვის გადასახდელი ტარიფების შესახებ.

დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყნები გადახდას პირველ აგვისტოს დაიწყებენ.

„ხვალიდან სხვადასხვა ქვეყანაში წერილების გაგზავნას დავიწყებთ. ალბათ ხვალ 10 ან 12 წერილს გავაგზავნით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ გავაგზავნით. ტარიფები მერყეობს 10-20%-დან 60%-მდე ან 70%-მდე. ჩვენ შევადგინეთ საბოლოო ფორმა და იქ ახსნილი იქნება, რას გადაიხდიან ქვეყნები ტარიფების სახით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დიდი თანხაა ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ მათ გარიგებას ვთავაზობთ. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი გადახდას პირველ აგვისტოს დაიწყებენ. ფული შეერთებულ შტატებში პირველი აგვისტოდან შემოვა“, –  განაცხადა ტრამპმა.