ტრამპი ირანზე: ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია, მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებას მცდარი პირობების გავრცელებაში ადანაშაულებს და ირანის მთავრობას არაკეთილსინდისიერს უწოდებს.

"იმას, რაც მათ თქვეს, მათ შორის, ვგულისხმობ მათ სუსტ და სავალალო განცხადებას შეთანხმების დადების შესახებ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. ძალიან არაკეთილსინდისიერი ხალხია. მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.