1746733863
ტრამპი ინდოეთსა და პაკისტანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთსა და პაკისტანს დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ის მზად არის, დაეხმაროს მხარეებს ძალადობის შემცირებაში.
აშშ-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ის ორივე მხარეს კარგად იცნობს და სურს, იხილოს, რომ მხარეები შეძლებენ ამ ვითარების შეჩერებას.
„ისინი ერთმანეთის საპასუხო მოქმედებებს ახორციელებენ. ასე რომ, იმედი მაქვს, ახლა შეძლებენ შეჩერებას. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ორივე ქვეყანასთან და მსურს, ეს შეწყდეს. რამით თუ შემიძლია დახმარება, დავეხმარები“, – განაცხადა ტრამპმა.
გასულ ღამეს ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 31 და დაშავდა 57 ადამიანი.