ტრამპი და ზელენსკი სატელეფონო საუბარს მართავენ

ზელენსკი და ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„პრეზიდენტი ზელენსკი სატელეფონო საუბარს მართავს პრეზიდენტ ტრამპთან. დეტალების შესახებ მოგვიანებით შეგატყობინებთ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა.

საუბრის თემები და კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია.