1747078777
ტრამპი: ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საზიზღარია

ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადების გაკეთებისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ წლების განმავლობაში „სოციალისტური ჯანდაცვის სისტემების სუბსიდირებას“ ახორციელებდა.
„გერმანიაში და ევროკავშირის ყველა ნაწილში. ისინი ყველაზე ხისტად მოქმედებდნენ. ისინი საზიზღრად იქცეოდნენ. ამას ვაკვირდები ვაჭრობაში - ევროკავშირი მრავალი თვალსაზრისით ჩინეთზე უფრო საზიზღარია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აშშ-ს ახლა ყველა კოზირი აქვს, როდესაც საქმე ვაჭრობის საკითხებს ეხება.