"გამგზავრებამდე, სამი დღით ადრე, მოულოდნელად გარდაიცვალა, ეს იყო შოკი..." - თამთა კვარაცხელია
1778098791
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ირანის ეკონომიკა დაანგრიოს, „რადგან გამარჯვება სურს“.
ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ომის შესახებ დამატებითი კითხვები დაუსვეს, ერთ-ერთი კითხვა კი ირანის ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.
ირანის ეკონომიკაზე საუბრისას ტრამპმა თქვა: „იმედი მაქვს, ის ჩამოიშლება“, რის შემდეგაც ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს „უზარმაზარი“ და „დიდებული“ უწოდა.
მოგვიანებით მან განაცხადა: „მათი ვალუტა გაუფასურებულია. ინფლაცია, ალბათ, 150%-ია... ისინი ჯარისკაცებს ხელფასებს ვერ უხდიან. მათ არ შეუძლიათ ჯარისკაცებს გადაუხადონ. ფული არაფრად ღირს“.