„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს საელჩოში UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს, ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ.
ჩვენს სახელოვან მებრძოლს გადავეცით ძველ-კოლხური ქამრის ბალთა, რომელიც, გვჯერა, მომავალ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვებისა და მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვის სიმბოლური ნიშანი იქნება.
ილია თოფურია ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მოწვევით იმყოფებოდა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ასევე დაესწრო UFC-ის გამორჩეული მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია", - წერს თამარ ტალიაშვილი.