ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს - თეთრი სახლი

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

როგორც ლევიტმა განმარტა, ტრამპი განცხადებას საღამოს, ამერიკის დროით 21:00 საათზე გააკეთებს. თბილისის დროით ეს 2 აპრილს 05:00 საათზე მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ორ-სამ კვირაში ირანში სამხედრო კამპანიის დასრულებას აპირებს.