„ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე...“ - ტაძრის ისტორია, სადაც სასწაულები ახლაც ხდება
1755539309
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ქალაქ ღაზის აღების სამხედრო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
ოპერაციას სახელად „გიდეონის ეტლები - 2“ ერქმევა. როგორც მედია წერს, ღაზის აღების გეგმა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გენერალური შტაბის უფროსის ეიალ ზამირის მიერ იყო შემუშავებული.
ღაზის აღება ოპერაცია „გიდეონის ეტლების“ გაგრძელება იქნება. სამხედრო ხელმძღვანელობა რეზერვისტებს მობილიზაციის შესახებ ბრძანებას გაუგზავნის.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქალაქ ღაზის მცხოვრებლების ანკლავის სამხრეთით ევაკუაციის გეგმაც დაამტკიცა, რათა დაჯგუფება „ჰამასის“ წევრების იზოლირება მოხდეს.