„ბიჭი ადგა და ეზოში თავისი ფეხით გამოვიდა თურმე...“ - ტაძრის ისტორია, სადაც სასწაულები ახლაც ხდება
1755539309
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით 2025 წელს დაიწყება და 2028 წლამდე გაგრძელდება ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია.
რეაბილიტაციის დროს სრულად გამაგრდება სასახლის კონსტრუქციული მზიდები, საძირკველი, აივნისა და გადახურვის ბურჯები
რესტავრაცია ჩაუტარდება რეზიდენციის საგამოფენო დარბაზებს და მათ ავთენტური, ისტორიული სახე დაუბრუნდება
რესტავრატორები იმუშავებენ დედოფლისეული სასახლის უნიკალური ე.წ ლაზური აივანის შენარჩუნებისთვისაც, მას რესტავრაცია ნახევარ საუკუნეზე მეტია არ ჩასტარებია
უფლისწულის სასახლისათვის მომზადდება სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელიც სასახლის საძირკველს ზედმეტი ნალექისაგან დაიცავს.
რესტავრაციის პროექტი კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების და ისტორიკოსების ჩართულობით მომზადდა.რესტავრაციის დასრულების შემდეგ დამთვალიერებელი დედოფლის სასახლეში განახლებულ დარბაზებსა და იმ აღდგენილ უნიკალურ ნივთებს იხილავს, რომლებიც სასახლეში საუკუნეზე მეტია არ გამოფენილა. დედოფლისეულ სასახლეში ბოლო კაპიტალური რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.