იტალია მილიონობით ადამიანის მოქალაქეობის გაუქმებას გეგმავს
1773684811
თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი იცავს დონალდ ტრამპის დაჟინებულ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ მოკავშირეები უნდა დაეხმარონ აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნაში.
„სხვა ქვეყნები დიდ სარგებელს იღებენ იმით, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის მხრიდან მომავალ საფრთხეს ანეიტრალებენ“, - განაცხადა ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ირანის ვერაგული რეჟიმი დიდი ხანია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ ჩვენს პარტნიორებს ყურესა და არაბულ რეგიონში“, - აღნიშნა მან.
ლევიტი მიუთითებს ბოლო ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ირანის მიერ სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე და აღნიშნავს, რომ ირანულ რაკეტებს ევროპამდე მიღწევის პოტენციალიც აქვთ.