თეთრი სახლი: დონალდ ტრამპს სურს უკრაინაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა

ტრამპი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროკლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს უკრაინაში ცეცხლის მუდმივი და არა დროებითი შეწყვეტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია ვლადიმირ პუტინით და ვოლოდიმირ ზელენსკით და ორივე ლიდერს მოუწოდებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

მანამდე პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

პუტინის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 მაისს 00:00 საათზე ამოქმედდება და 11 მაისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ყველანაირი სამხედრო მოქმედება შეჩერებული იქნება.