სტივ უიტკოფი: რუსული დელეგაცია ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს სწრაფად წავიდა დათმობებზე

სტივ უიტკოფი

ალასკაზე 15 აგვისტოს გამართული სამიტის დროს რუსული დელეგაცია უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხში მალევე წავიდა დათმობებზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Fox News-ის ეთერში.

„ალასკაზე გამართული პირველი შეხვედრის დროს რუსები თითქმის თავიდანვე წავიდნენ დათმობაზე“, - განაცხადა უიტკოფმა და აღნიშნა, რომ ამან აჩვენა, რომ რუსეთი „მზადაა იყოს უფრო დამყოლი“, რაც აშშ-თვის მნიშვნელოვანია.

დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აგრეთვე დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევა მარტივია, რადგან ის არ შეიცავს ყველა იმ „ინგრედიენტს“, რომელიც თან ახლავს სამშვიდობო შეთანხმებას.

უიტკოფის თქმით, არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ სამშვიდობო შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმებული იქნება.