წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
სტამბოლში მდებარე ბერძნულ ჰოსპიტალში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.
ჰოსპიტალში მყოფი პაციენტების ევაკაუცია ვერტმფრენებით მოხდა, მათ გამოყვანაში პოლიციელებს და მეხანძრეებს ადგილობრივები ეხმარებოდნენ. 102 პაციენტი სხვა რეგიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ამ ეტაპზე ხანძრის მიზეზი უცნობია. ცეცხლმა შენობა თითქმის სრულად გაანადგურა.