სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, უკრაინის გამო დაიტანჯოს - რობერტ ფიცო

რობერტ ფიცო

სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს, - განაცხადა რობერტ ფიცომ სლოვაკური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მან გაზის მიწოდების საკითხის განხილვამდე რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე კენჭისყრის გადადება მოითხოვა.

„ჩვენ გვსურს ვითხოვოთ, რომ ამ ეტაპზე სანქციები არ იყოს განხილული და ჩვენ ჯერ რუსული გაზის საკითხზე ვკონცენტრირდეთ“, - განაცხადა ფიცომ.