საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
მეცნიერები ჩვენს გაოცებას აგრძელებენ. ამჯერად მათ სისხლის კოლტები შექმნეს, რომლითაც სისხლდენის შეჩერება წამებში იქნება შესაძლებელი.
“ინჟინერული სისხლის კოლტები” მძიმე ჭრილობის დროს სისხლს მომენტალურად ადედებს და ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს.
ბუნებრივი კოლტები (მედიცინაში „სისხლის შენადედი“) ხშირად ნელა წარმოიქმნება და სწრაფად იბზარება. ახალი ტექნოლოგია კი: 13-ჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე ბუნებრივი კოლტი. 4-ჯერ უფრო წებოვანია, რაც ჭრილობის საიმედოდ დახურვას ნიშნავს. წამებში მოქმედებს და ეხმარება ქსოვილებს სწრაფ შეხორცებაში.
მის შესაქმნელად მეცნიერებმა სპეციალური მეთოდი გამოიყენეს, რომლითაც სისხლის წითელი უჯრედები სპეციალურ გელად - ციტოგელად გარდაქმნეს. ეს გელი შეიძლება დამზადდეს როგორც დონორის, ისე თავად პაციენტის სისხლისგან სულ რაღაც 10-20 წუთში.
ეს გამოგონება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზარალებულებისთვის, რთული ქირურგიული ოპერაციებისას, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სისხლის შედედების პრობლემა აქვს ან სისხლის გამათხელებლებს იღებს.
ჯერჯერობით ტექნოლოგიამ ვირთხებზე წარმატებით გაიარა ტესტირება, ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. წინ კლინიკური კვლევებია, თუმცა მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს „სუპერ-კოლტები“ მალე სასწრაფო დახმარების ჩანთის განუყოფელი ნაწილი გახდება.