„მშვიდობით, ჩემო მეგობარო...“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი
1747856125
აშშ-ის ყოფილმა ელჩმა სირიაში 2011-2014 წლებში, რობერტ ფორდმა განაცხადა, რომ ის სირიის დღევანდელი მმართველის, აჰმედ ალ-შარაას ტერორისტიდან პოლიტიკოსად გარდაქმნაში იღებდა მონაწილეობას.
„2023 წელს ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც კონფლიქტების გადაწყვეტის საქმით არის დაკავებული, მომიწვია, რათა დავხმარებოდი მათ [ალ-შარაას] ტერორიზმის სამყაროდან გამოყვანაში და პოლიტიკური როლისთვის მომზადებაში“, - აღნიშნა ფორდმა.
დიპლომატის თქმით, სირიამდე ალ-შარაა ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მოსულში ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაედას“ მაღალი რანგის საველე მეთაური იყო. მოგვიანებით ის სირიაში გადავიდა და მის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებდა.
ფორდი იხსენებს, რომ ალ-შარაას პირველად 2023 წლის მარტში შეხვდა. სირიის დღევანდელმა მმართველმა მას უთხრა, რომ ის ახლა სირიაში ოთხი მილიონი ადამიანით დასახლებულ რეგიონს აკონტროლებს, და მას სახელმწიფო მოხელის უნარ-ჩვევების შესწავლა სურს, რადგან პოლიტიკაში ხშირად კომპრომისებზე წასვლა არის საჭირო.
„მას არასდროს არ მოუხდია ბოდიში ერაყსა და სირიაში ჩადენილი ტერორისტული თავდასხმების გამო“, - დასძინა ფორდმა.