1749718859
სერბეთმა უკრაინის დეკლარაციაზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელიც ოდესაში უკრაინა - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტს დაესწრო, ღონისძიების დეკლარაციაზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მოგვიანებით ვუჩიჩმა სერბულ მედია განუცხადა, რომ მან უკრაინაში ჩასვლით რუსეთს არ უღალატა. თავისი სიტყვების დასტურად მან ის ფაქტი მოიყვანა, რომ დოკუმენტს, სადაც რუსეთი არის გაკრიტიკებული, ხელი არ მოაწერა.
როგორც ვუჩიჩმა დასძინა, სერბეთი ყოველთვის იცავს საერთაშორისო სამართლის ინტერესებს, ხელმძღვანელობს რა, საკუთარი ინტერესებით.
„მე ვამაყობ სერბეთს პოლიტიკით, ჩვენი დამოუკიდებლობით, ავტონომიით, და ჩვენ ასე მოქცევას გავაგრძელებთ“, - თქვა ვუჩიჩმა.