„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი 18 ნოემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
პრინცი ბინ სალმანის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში შედგება იმის ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპი უბიძგებს საუდის არაბეთს, შეუერთდეს აბრაამის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას.
2020 წელს დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აღნიშნულ შეთანხმებებს ისრაელთან ხელი მოაწერეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, სუდანმა და მაროკომ. ამ ხელშეკრულების გაფორმებისგან საუდის არაბეთი თავს იკავებს პალესტინის სახელმწიფოებრიობისკენ ნაბიჯების არარსებობის გამო.
ამასთან, გამოცემა „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა და ბინ სალმანმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის შეთანხმებას მოაწერონ ხელი. საუდის არაბეთი ამერიკული შეიარაღების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია. მაისში ერ-რიადში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს, აშშ და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ ვაშინგტონის მიერ ერ-რიადისთვს 142 მილიარდი დოლარის შეიარაღების მიყიდვაზე.