რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემაში ხარვეზის გამო ათობით რეისი გაუქმდა

რუსული ავიაკომპანია

რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემაში ხარვეზის გამო ათობით რეისი გაუქმდა.

როგორც ავიაკომპანიაში განაცხადეს, დილიდან რუსეთის დედაქალაქიდან გაუქმდა 42 დაგეგმილი ფრენა. მათ შორის ფრენები ასტრახანში, გროზნოში, ეკატერენბურგში, ერევანში, ყაზანსა და მინსკში.

ამასთან, ავიაკომპანიაში გაუქმებული ფრენების მგზავრებს მოუწოდეს, წინასწარ გაფორმებული ბარგი მიიღონ და შერემეტევოს აეროპორტი დატოვონ. მათ ბილეთებში გადახდილი თანხის მიღება ათი დღის ვადაში შეეძლებათ.

ავიაკომპანია „აეროფლოტში“ არ გამორიცხავენ, რომ დღის განმავლობაში დაგეგმილი სხვა ფრენებიც გადაიდოს.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, საინფორმაციო სისტემაში მომხდარი ხარვეზის გამოძიება სატრანსპორტო პროკურატურამ დაიწყო.

„აეროფლოტი“ უდიდესი რუსული საავიაციო ჯგუფია. მასში გაერთიანებულია კომპანიები „აეროფლოტი“, „რასია“ და „პობედა“. 2024 წელს სამივე ავიაკომპანია 55 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში რუსეთში ავიარეისები არაერთხელ გაუქმდა. ამის მიზეზი უკრაინული დროების შეტევებია.