ცნობილია უმძიმესი ავარიის დროს დაღუპული მეხუთე პირის ვინაობა
1781207623
რუსეთმა სომხეთიდან საკარანტინო პროდუქციის იმპორტი მთლიანად აკრძალა. სიაში ათეულობით დასახელების პროდუქცია შედის, მათ შორის ბოსტნეული, ხილი, კენკრა, თხილეული, ყავა.
რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური 12 ივნისიდან ზღუდავს სომხეთიდან რუსეთში მთელი საკარანტინო პროდუქციის შეტანას, ასევე მის ტრანზიტს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სხვა ქვეყნებში.
უწყების განცხადებით, სომხეთიდან შემოტანილ პროდუქციაში სისტემატურად ფიქსირდება საკარანტინო ობიექტები (მავნებლები და დაავადებები), და მიუხედავად სომხური მხარის გაფრთხილებისა, ეს პრობლემა კვლავ არ არის გადაჭრილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საზედამხედველო ორგანოები სხვადასხვა ქვეყნიდან პროდუქციის იმპორტზე აკრძალვებს რეგულარულად აწესებენ და ხშირად ეს ემთხვევა მოსკოვისა და შესაბამისი ქვეყნების ურთიერთობების გაუარესებას.