მშენებლობა დასრულდა - სურამის შემოვლითი გზა 16 აგვისტოს გაიხსნება
1755277768
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ორმხრივ შეხვედრაზე „გარკვეულ წინსვლასა“ და „დიდ პროგრესს“ მიაღწიეს.
თუმცა, მან დასძინა, რომ „შეთანხმება არ არის, ვიდრე ის არ დაიდება“.
„ცოტა ხანში NATO-ს დავურეკავ. დავურეკავ სხვადასხვა ადამიანს, ვინც მიმაჩნია, რომ შესაფერისია. და, რა თქმა უნდა, დავურეკავ პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკის და ვეტყვი დღევანდელი შეხვედრის შესახებ. საბოლოო ჯამში, ეს მათზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ტრამპმა.
„ჩვენ გვქონდა უკიდურესად პროდუქტიული შეხვედრა და ბევრ საკითხზე შევთანხმდით“, მაგრამ ტრამპის თქმით, „ჯერ ვერ მივედით [შეთანხმებამდე], თუმცა ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რომ მივაღწიოთ მას“.