რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ქვეყნის ტერიტორიაზე 73 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ, მათ შორის 10 მოსკოვის ოლქში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 73 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ყველაზე მეტი - 31 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 17 - ორლოვსკში, 10 - მოსკოვის ოლქის თავზე, მათ შორის სამი დედაქალაქის მიმართულებით, 4 - ყირიმის თავზე, 3 - აზოვის ზღვის წყლებზე, ორ-ორი სმოლენსკის და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებში, თითო-თითო ბელგოროდის, კალუგისა და ვორონეჟის ოლქების და შავი ზღვის თავზე.