1756282010
„როიტერი”: გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების უმრავლესობას პარლამენტის დაშლა და ახალი არჩევნების ჩატარება სურს

გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების უმრავლესობას პარლამენტის დაშლა და ახალი არჩევნების ჩატარება სურს, – ამის შესახებ „როიტერი” წერს.
Ifop-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ფრანგების 63%-ს სურს ქვეყნის პარლამენტის დაშლა და ახალი არჩევნების ჩატარება.
გამოკითხვაში, რომელიც 26 აგვისტოს ჩატარდა, 1000 ადამიანი მონაწილეობდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ 8 სექტემბერს ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისადმი ნდობის საკითხს დააყენებს, რის შემდეგაც სამმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნა, რომ ბაირუს მხარს არ დაუჭერს.
როგორც „როიტერი” წერს, პარლამენტის დაშლის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უნდა მიიღოს. კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 51% მიიჩნევს, რომ მაკრონი არ დაშლის პარლამენტს.