1752608534
„როიტერი“: აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას განათლების დეპარტამენტის დაშლის გაგრძელების ნებართვა მისცა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას განათლების დეპარტამენტის დაშლის გაგრძელების ნებართვა მისცა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გააუქმეს ფედერალური მოსამართლის ბრძანება, რომლის საფუძველზეც სამინისტროს მიერ მანამდე გათავისუფლებული 1 400-მდე თანამშრომელი სამსახურში დაბრუნდა.
როგორც „როიტერი“ წერს, სასამართლოს განაჩენი განისაზღვრა მოკლე, ხელმოუწერელი ბრძანებით.
სამ ლიბერალ მოსამართლეს საკითხზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. საჩივრის ავტორები იყვნენ 21 დემოკრატი ადვოკატი, სასკოლო ოლქები და პროფესიული კავშირები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ტრამპის ძალისხმევა საფრთხეს უქმნის სამინისტროს შესაძლებლობას, შეასრულოს თავისი ძირითადი მოვალეობები.
განათლების სამინისტრო 1979 წელს შეიქმნა კონგრესის მიერ და მის მთავარ ფუნქციებში შედის სასწავლო სესხების ადმინისტრირება, სტუდენტების მიღწევების აღრიცხვა და სკოლებში სამოქალაქო უფლებების დაცვა. სამინისტრო ასევე გასცემს ფედერალურ დაფინანსებას ღარიბი უბნებისთვის და ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს.