მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
დედოფალმა საყვარელი ბარმოლარის მამული დატოვა და ახლა ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ედინბურგში მიჰყავთ.
კორტეჟმა, რომელიც მის კუბოს ატარებდა, ბალმორალი დატოვა დაახლოებით დილის 10 საათზე. გზებზე ათასობით ადამიანია შეკრებილი, რათა მონარქი პატივით გააცილონ.
„დედოფალი ყოველთვის იყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ზაფხულში, როდესაც ის შოტლანდიაში იმყოფებოდა. ჩვენ მას ხშირად ვხედავდით და საზოგადოება ყოველთვის პატივს სცემდა მის კონფიდენციალურობას, თუნდაც როგორც ეცვა“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.



