1746016666
Reuters: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთსა და გერმანიის წარმომადგენლები 2 აპრილს რომში ირანთან ბირთვულ საკითხებზე შეხვედრას გამართავენ

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მთავრობების წარმომადგენლები 2 აპრილს იტალიის დედაქალაქ რომში ირანულ მხარესთან ბირთვულ საკითხებზე შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ევროპის ქვენების წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატორი ოფიციალური თეირანი იყო. ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ირანი ბირთვულ თემაზე მოლაპარაკებებს აშშ-თან გამართავს.
ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში ირანმა და აშშ-მა თეირანის ბირთვულ თემატიკაზე არაპირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს. მხარეებმა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გამართეს, ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, ხოლო ირანულ მხარეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენენ.